понедельник, 30 марта 2015 г.


       1.პროექტის სახელწოდება: დავეხმაროთ ბუნებას!

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: შეაგროვებენ  და ჩააბარებენ მაკულატურას,   ახალ წიგნებს წამოიღებენ დაგროვილი ,, ნერგები"-ს შესაბამისად. ამგვარი ქმედებით გადაარჩენენ ხეებს   მოჭრისგან.
3. პროექტის აქტუალობა: დიდი ხანია, რაც არ განახლებულა სკოლის ბიბლიოთეკა.
მოხდება გარემოს დაცვა.
4. პროექტის  მიზნები:  მაკულატურის ჩაბარებით განახლდება სკოლის ბიბლიოთეკა.
მოსწავლეები  გაიაზრებენ ,რომ გადასაყრელი ქაღალდებით როგორ იცავენ და უფრთხილდებიან  ბუნებას.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი..
6. ვადები / ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: განახლდება ბიბლიოთეკა ლიტერატურით.გადაურჩება ხეების გარკვეული რაოდენობა მოჭრას.( გაგრძელდება მაკულატურის შეგროვება შემდეგ წლებშიც.)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები,სკოჩი, ფოტოაპარატი, ავტომობილი, ადამიანური რესურსები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
თაბახის ფურცლებზე მოხდება ამობეჭვდა  მოსწავლეებისა  და მოსახლეობისადმი მიმართვის, რომ სკოლაში გროვდება მაკულატურა და ვისაც შეუძლია დახმარება გაგვიწიოს. მოხდება  ამ მიმართვის სკოლაში და ხალხმრავალ ადგილებში გაკვრა. დაიწყება ასე შეგროვება მაკულატურის.ბოლო კვირას დავიწყებთ მაკულატურის მიხედვით    შესაფერისი ტრანსპორტის მოძიებას.კვირის ბოლო დღეებში მოხდება ტრანსპორტირება ქ. თბილისში. ჩავაბარებთ, შესაბამის მიმღებ პუნქტს, რომლებიც წონის შესაბამისად მიანიჭებენ ,, ნერგები"-ს რაოდენობას. ,, ნერგები"-ით  კი შეგვეძლება ახალი ლიტერატურის  შეძენა. ბიოლოგიის და  ქიმიის მასწავლებლებისგან  მიიღებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე  პასუხებს.(მაგ: რამდენი ხე გადაურჩება განადგურებას, როგორ ხდება გადამუშავება და ა. შ).
მოხდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თითოეული  ნაბიჯის  ფოტოაპარატით დაფიქსირება.
მოეწყობა პროექტის  შედეგების  პრეზენტაცია.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტს  კავშირი აქვს ბიოლოგიის, ქიმიის , გეოგრაფიის საგნებთან./
ირჩევს მისთვის ან  რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის  აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ: ჯანმრთელობისა  და გარემოს დაცვა);მოიპოვებს  ინფორმაციას, რომლის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას; განსაზღვრავს  საკუთარ  როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად; აფასებს საკუთარი მონაწილეობის ეფექტიანობას და შედეგებს უზიარებს  თანატოლებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო ბექაური, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: cicinobeqauri@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: cicinobeqauri10.blogspot.com